პრეზენტაცია

  1. გაკვეთილის თემა : წარმოდგენა მჟავებზე

    გაკვეთილის მიზანი: შეექმნათ წარმოდგენა მჟავებზე,გავაცნოთ მჟავების ფიზიკური თვისებები, მჟავური წყალბადის ბუნება -მეტალით ჩანაცვლების უნარი.მეტალთა მჟავებთან ურთიერთქმედების ანალიზის საფუძველზე მეტალთა აქტურობის დადგენა , კვლევისა და ანალიზის  უნარების ჩამოყალიბება

    მისაღწევი შედეგები: განიხილავს მჟავას , როგორც რთულ ნივთიერებას, განსაზღვრავს მჟავური ნაშთის ვალენტობას,.მსჯელობს მჟავური წყალბადის ბუნებაზე. აკვირდება და აღწერს მჟავასა და მეტალს შორის რეაქციას, წერს შესაბამის რეაქციათა ტოლობას , ადგენს მეტალთა აქტიურობის რიგს

    აქტივობები: ექსპერიმენტზე დაკვირვება ,გააზრება, ანალიზი, მსჯელობა , დასკვნის გაკეთება

    რესუსები:   სახელმძღვანელო , რეაქტივები( თუთიის მარცვლები, მაგნიუმის ბურბუშელა, რკინის ფხვნილი, სპილენძის ნატეხი , მარილმჟავა) სინჯარები

             გაკვეთილის მსვლელობა

    აქტივობა 1: ფრონტალური გამოკითხვა  ა) რას ეწოდება ფუძე? ბ) რაზეა დამოკიდ ებული ჰიდროქსილის ჯგუფის რაოდენობა ? გ) რა ნიშნით იყოფიან ფუძეები? დ) რომელი მეტალები წარმოქმნიან ტუტეს  ე)   გამოსახეთ ფუძეების შესაბამისი ოქსიდები  ვ) რომელი ინდიკატორები გამოიყენება ტუტეების აღმოსაჩენად? როგორ იცვლის ფერს თითოეული ინდიკატორი?

    აქტივობა2:  გონებრივი იერიში  - რა იცით მჟავების შესახებ ? ( შევადგინეთ ასოციაციური რუკა ) მოსწავლეებს შევახსენე უსაფრთხოების წესები , თუ როგორ უნდა  მოიქცნენ შემთხვევით მჟავის კანზე მოხვედრისას.

    დფაზე ჩამოვწერე მჟავათა  ფორმულები და მოსწავლეებს ვთხოვე გაერკვიათ რა საერთოს ხედავენ ამ ფორმულებში. პასუხის შემდეგ ვთხოვე ხაზი გაესვათის  იმ ნაწილისათვის რაც ფორმულაში წყალბადის შემდეგ წერია . მოსწავლეებს ავუხსენი რომ ამ ფრაგმენტს მჟავური ნაშთი ეწოდება .გავიხსენეთ თუ როგორ შეიძლება განისაზღვროს ვალენტობა წყალბადნაერთებში და მივედით დასკვნამდე რომ ვალენტობა შეიძლება ახასიათებდეს ატომთა ჯგუფსაც და მჟავური ნაშტის ვალენტობა სწორედ დამოკიდებულია , მჟავას შემადგენლობაში შემავალი წყალბადატომთა რაოდენობაზე

    აქტივობა 3: სიღმისეული წვდომა მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად .ა) თითოეულ ჯგუფს მივეცი ინდიკატორები( მეთილნარინჯი, ფენოლფტალეინი, ლაკმუსის ქაღალდი ) სინჯარები და მარილმჟავას ხსნარი . მათ ნათლად დააფიქსირეს რომ მჟავები ფენოლფტალეინს ფერს ვერ უცვლიან , მეთილნარინჯი ვარდისფერდება ხოლო ლაკმუსის ქაღალდი კი წითლდება ბ) თითოეულ ჯგუფს მივეცი რეაქტივები (Zn, Cu, Fe, HCl)  და სინჯარები  და ინსტრუქცია თუ როგორ უნდა ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი

    მაგნიუმის ურთიერთქმედება მარილმჟავასთან( უსაფრთხოების გამო) ჩავუტარე მე და მათ დააფიქსირეს რომ რეაქცია დამთავრდა მყისიერად და სინჯარა საგრძნობ ლად გაცხელდა





      მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი , ნახეს რომელი მეტალი როგორი აქტიურო ბით  შედის რეაქციაში მარილმჟავასთან.შეადგინეს შესაბამისი რეაქციათა ტოლობები .დაკვირვებისა და ანალიზის საფუძველზე მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნა და ჩვენს მიერ განხილული მეტალები დაალაგეს აქტიურობის მიხედვით

     მათ მიიღეს შემდეგი შედეგი:    Mg,   Zn,   Fe   (H2)   Cu

    აქტივობა 4:  ააზრება   გააზრებისა და მასალის განმტკიცების მიზნით გავარჩიეთ სახელმძღვანელოში მოცემული სავარჯიშოები

    აქტივობა 5: საშინაო დავალება

    შეადგინონ ცდის ოქმები თითოეული ექსპერიმენტისათვის და შეასრულონ სახელმძღვანელოში პარაგრაფის ბოლოს მოცემული სავარჯიშოები :გვ65- §17 ,

     გვ67: ს/დ 1-5
    0 

    Добавить комментарий

No comments:

Post a Comment